LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავყვები ბოლომდე” – სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმეზე პედაგოგებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება

1011
pjimage

ბლოგერი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი დის საქმეზე, მასწავლებლებისითვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს.

“დღეს სოფის ორ მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, მერე სასამართლოში გაგრძელდება ყველაფერი და მეც გავყვები ბოლომდე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – წერს სალომე ბარკერი.

დღეს, მოზარდის გარდაცვლებიდან 1 წლის შემდეგ, პროკურატურამ სკოლა “ალბიონის” ორ პედაგოგს ბრალი გულგრილობის მუხლით წარუდგინა.

სალომე ბარკერის დის გარდაცვალების საქმეზე, 1 წლის შემდეგ ბრალი მასწავლებლებს წაუყენეს

შეგახსენებთ, 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკრუსიაზე 16 წლის მოზარდი, სოფო ნიკოლეიშვილი გარდაცვიალა. გოგონა ნინოწმინდის ჩანჩქერში ჩავარდა.

„თუნდაც თმით გამოეთრია, სიცოცხლე გადაერჩინა…ექსკურსია პასუხისმგებლობაა და არა ქეიფი“

magti 5g