LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუნდაც თმით გამოეთრია, სიცოცხლე გადაერჩინა…ექსკურსია პასუხისმგებლობაა და არა ქეიფი“

22245
hadf

ლაგოდეხში ნაკრძალში დაღუპული მოზარდი დაკრძალეს. სასკოლო ექსკურსიის მონაწილე თითქმის ყველა პედაგოგი კი გამოძიებამ დაკითხა, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ უბედური შემთხვევის მიზეზად ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა დაასახელა.

გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დედა “პოსტკრიპტუმთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი პედაგოგების დაუდევრობამ იმსხვერპლა.

„ყველგან წერენ , რომ სოფის ფეხი დაუცდა და გადავარდა, რომ არავის დაუჯერა და წყალში შევიდა, რა ექნა მასწავლებელს ხელს ხომ არ ჩაჭიდებდა? ხელიც უნდა ჩაეჭიდა ჩემი აზრით.

ექსკურსია პასუხისმგებლობაა და არა სამწვადეს ყიდვა , პურმარილის გაშლა და ქეიფი“- აცხადებს  ლანა ნიკოლეიშვილი.

როგორც გაირკვა , ნინოსხევის ჩანჩერისკენ მიმავალ გზაზე კლასი სამ ჯგუფად დაიყვა, სოფი მეორე ჯგუფში ყოფილა და როცა ის ჩანჩქერამდე ასულა, მისი თანაკლასელების ნაწილსა და სპორტის მასწავლებელს ბანაობა უკვე დასრულებული ჰქონდა.

„სოფის სიტყვებია – რატომ არ დამელოდეთ , ჩვენ ხომ შევთანხმდით მთელი კლასი მოვიყრიდით თავს და ერთად ვიბანავებდით, მაშინ მეც ვიბანავებ, არ დაველოდები ჩემს ჯგუფს. მოიხსნა ზურგჩანთა და თავსაცმლიანად შევიდა წყალში“- ამბობს ლანა ნიკოლეიშვილი

დედა ვარაუდობს, რომ მასწავლებელს უნდა სცოდნოდა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ჩანჩქერის ტბორში წარმოქნილი ჩქარი დინება ქმნიდა.

„ამ დროს რას აკეთებს ფიზკულტურის მასწავლებელი? რატომ არ გამორბის? რატომ არ ჩახტა იმ წყალში? რატომ არ შევარდა და ჩემი შვილი თუნდაც თმით გამოეთრია, სიცოცხლე გადაერჩინა და რაც უნდოდა ის ექნა.

შორიდან იმის თქმა , არ შეიძლება მანდ არ მიხვიდე, მითხრეს, რომ ბავშვს სასაცილოდ არ ეყო, ამ წყალში რა უნდა მომივიდესო. ზურგითჩაწოლილი მუხლამდე წყალში ვერც იგრძნო ისე წაიღო დინებამ და გადაჩეხა ჩანჩქერში“

გარდაცვლილის დედამ ის მომენტი გაიხსენა, როდესაც სოფის მოსაძებნად ადგილზე ჩავიდა.

„დირექტორი ხელებისგაშლით დგას თავის თანამშრომლებთან და ამბობს, რომ ნუ გეშინიათ, ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ. ვიცი, მესმის თვითონაც განიცდიან და არ მჯერა, რომ ეს ვინმეს გაუხარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანქანიდან რომ დაეჯახები ვინმეს და მოკლავ, შეიძლება არ გინდოდა, ვერ დაინახე, მაგრამ პასუხს ხომ ყველა აგებს. ეს არის ის დანაშაული, რომელიც მოიცავს ბავშვის დაუდევრობით სიკვდილს“- ამბობს ლანა ნიკოლეიშვილი

მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს.

ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კვლავ უამრავი კითხვაა.

გაიგეთ უფრო მეტი:

რეალობა ჩვენგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ - გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები დეტალებს ყვებიან

დაახლოებით ხუთ წამში მოხდა ყველაფერი. დაწვა მუცელზე, ორჯერ ხელი მოიქნია, ისეთი სიღრმის წყალში, რომ ხელით ქვებსაც კი ეხებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g