LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ვივიშვიშებთ, ხვალ ვიქოთქოთებთ, ზეგ იყო და არა იყო რა. რა უნდოდა შადრევანში? რატომ არ იყო სკოლაში? – ლანა ნიკოლეიშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

3921
Untitled design

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ლანა ნიკოლეიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირი დაისჯება, რადგან „სხვისი უპასუხისმგებლობით გარდაცვლილების გამო არავინ დასჯილა“.

„არავინ დაისჯება! როდის დასჯილა ვინმე მსგავსი შემთხვევის დროს? სხვისი უპასუხისმგებლობით გარდაცვლილების გამო დასჯილა ვინმე?

ერთი დამისახელეთ!

დღეს ვივიშვიშებთ, ხვალ ვიქოთქოთებთ, ზეგ იყო და არა იყო რა.

რა უნდოდა შადრევანში?

რატომ არ იყო სკოლაში?

დედა სად ეგდო?

როგორც ყოველთვის, გარდაცვლილებს მოვთხოვოთ პასუხები!!!

და ეს ნაბიჭვარი ამილახვარი არის ნამდვილი ახვარი!

უკან გაიკეთოს მისი გულის ამრევი ბოდიში …

ჰო, ბავშვი იქნებოდა თავხედი. როგორ გაბედა გოგომ შატალოზე წასვლა ან რა უნდოდა გოგოს შადრევანში!“, – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები