LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

167
თამარ მახარაშვილი

განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი აცხადებს, რომ მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა 55-ე სკოლის მოსწავლეები არიან. მისი ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლაში დილიდანვე არ მისულან და დამრიგებელმა მშობლებს ეს ფაქტი მაშინვე შეატყობინა.

“55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა. ის ვალდებულება, როდესაც ბავშვი არ ცხადდება სკოლაში, ეს ვალდებულება დამრიგებელმა შეასრულა”.- ამბობს მინისტრი მოადგილე, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოსწავლეები კლინიკებში მოინახულა.

მინისტრის პირველმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა პროცედურის შესაბამისად დაწყებული აქვს გამოძიება.

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისათვის, გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

 

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

ექიმი დაშავებულ მეორე ბავშვზე: ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g