LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი დაშავებულ მეორე ბავშვზე: ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია

135
1986F135-E4F6-4382-9D73-DF296C226B4E

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ექიმ დავით ციბაძე განცხადებით,  ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია.

მისი თქმით, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. ციბაძის თქმით, მოზარდი ხეჩინაშვილის კლინიკიდან 1 საათის წინ გადაიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალსში“.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობის გართულება მოსალოდნელია მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

„ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა არსებობს გარკვეული გართულებები, რომელიც ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან ბრძოლისთვის… არ ვიცით, რა იქნება მომავალში.

ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ არის ხელოვნურ სუნთქვაზე. გონება დაბინდული აქვს. ეს ხდება ახლა, მე ვერ გეტყვით რა ხდებოდა მანამდე.

გვაქვს მშრალი ინფორმაცია. იყო ელექტროტრავმა, ელექტროშოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, მოხდა ინტუბაცია, ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა და ამის შემდეგ ის ჩვენთან გადმოიყვანეს.“– განაცხადა დავით ციბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g