LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე განაჩენი ცნობილია – ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი გამართლდა

379
fot (3)

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 – წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ფურცხვანიძე - თავს დამნაშავედ არასდროს ვცნობ.. ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ

„თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია.“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.

„იმავე საღამოს წინასწარი განზრახვით მოსპეთ ყველანაირი მტკიცებულება.. საზოგადოებაში ცდილობენ ჩემს დამნაშავედ წარმოჩენას“ – ლაშა ფურცხვანიძე სასამართლოზე

ფურცხვანიძე მოსამართლეს: მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ – ერთადერთი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან მიმართებაში ასევე არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, პატიმრობა შეუცვალეთ

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები