LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფურცხვანიძე მოსამართლეს: მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ – ერთადერთი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან მიმართებაში ასევე არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, პატიმრობა შეუცვალეთ

227
ლაშა ფურცხვანიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვაკის პარკში“ მომხდარ ტრაგედიაზე საქმის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან. საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ  მოსამართლეს სიტყვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მას არ კი არა, ვერ გაათავისუფლებს და ვერც სხვა აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს.

მანამდე კი ფურცხვანიძე გამოეხმაურა პროცესზე პროკურორის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაკის პარკის შადრევანში მაღალი ძაბვის გაყვანილობის შესახებ, რამაც მისივე თქმით, შემთხვევა გამოიწვია. ფურცხვანიძემ კითხვით მიმართა პროკურორს, თუ რა ახალი გარემოებები გააჩნია ბრალდებას მისი პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.

„უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ „მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი – ასეთი საერთოდ არ არსებობს. ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ.

მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე: ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე ჟურნალისტების კითხვას პასუხობს, ელოდება თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრებას.

თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში. უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში? პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

ჩემი ერთადერთი თხოვნაა – დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა“, – მიმართა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პროკურატურამ  ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა. მათ შორის არიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

 

 

 

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები