LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ნიკოლეიშვილი: „ვაცხოვრებ ჩემთან უსასყიდლოდ მხოლოდ იმ გოგონას, რომელიც გახდა წელს სტუდენტი და არის უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან…“

4712
lananiklaishvilinews

გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ის ერთ სტუდენტ გოგონას, რომელმაც წელს ჩააბარა უმაღლესში და არის შეჭირვებული ოჯახიდან, საკუთარ სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებს.

„მეგობრებო! გთხოვთ, გადააზიაროთ!

ვაცხოვრებ ჩემთან უსასყიდლოდ მხოლოდ იმ გოგონას, რომელიც გახდა წელს სტუდენტი და არის უკიდურესად შეჭირვებული ოჯახიდან. არ აქვს საშუალება, იქირაოს ბინა, ირჩინოს თავი.

პირობებს პირადად გადავამოწმებ სანდოობის მიზნით.

მინდა, შანსი მივცე  სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას…

გამოხმაურებები მაქვს უკვე და არჩევანს ვაკეთებ ყველაზე შეჭირვებულზე. 20 აგვისტომდე მივიღებ შემოთავაზებებს.

ვისაც გეგულებათ სოფელში, ან რაიონში, სანაცნობოში ასეთი ვინმე, მიაწვდინეთ ხმა“.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ექსკურსიაზე ყოფნისას გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები