LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოწერეს. იძახის კაია რო გამლახეს, თორე უკვე ვნერვიულობდი, რას ვაკეთებ არასწორადო“ – სალომე ბარკერი ზუკა ბერძენიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

218
სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სალომე ბარკერი, ასევე აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც ახლახან კლინიკა დატოვა.

„გამოწერეს. იძახის კაია რო გამლახეს, თორე უკვე ვნერვიულობდი, რას ვაკეთებ არასწორადო“. – წერს სალომე ბარკერი.

„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“ – რას წერს ზუკა ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გუშინვე, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე.. ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს“ – ზუკა ბერძენიშვილი

„დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

Zuka Berdzenishvili გამოწერეს. იძახის კაია რო გამლახეს, თორე უკვე ვნერვიულობდი, რას ვაკეთებ არასწორადო 🤣

Posted by Salome Barker Nikoleishvili on Wednesday 12 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები