LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე.. ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს“ – ზუკა ბერძენიშვილი

155
ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სამედიცინო დაწესებულებიდან მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

„სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“ – სალომე ბარკერის ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

როგორც ზუკა ბერძენიშვილი წერს, მას ამ წუთებში, ცხვირის ოპერაციისთვის ამზადებენ:

„მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ.

სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.

შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.

ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.

„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“ – რას წერს ზუკა ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის შემდეგ

ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.

ცხადია, დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

„ჯგრო! ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! ყვე­ლა­ზე მწა­რედ და გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ის­ჯე­ბა. სულ მალე“ – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას მამა და ბიძა ეხმაურებიან

მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ. სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და…

Posted by Zuka Berdzenishvili on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024

შეგახსენებთ, დღეს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

ცნობისათვის, ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა… ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას“ – როგორ ეხმაურებიან ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას უმრავლესობაში

„ვინც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს აპროტესტებდით და ახლა ამ მდგომარეობას გემრიელად ირგებთ, მიშა „პროსტა ვიდზე არ გევასებოდათ?“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძე ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები