LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს აპროტესტებდით და ახლა ამ მდგომარეობას გემრიელად ირგებთ, მიშა „პროსტა ვიდზე არ გევასებოდათ?“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძე ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმმის შესახებ

190
ალექსანდრე ლორთქიფანიძე

„ქვეყანაში დღისით, მზისით სცემენ ადამიანებს და არავინაა მომკითხავი.
ნული გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი. სახეებიც ჩანს, გადაადგილების მარშრუტიც ცნობილია, ლამის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ სამართალს ფართოდ დაუხუჭავს თვალები“ – ამის შესახებ მწერალი, ტელეწამყვანი და ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ მოთამაშე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს და აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.

„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“ – რას წერს ზუკა ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის შემდეგ

„ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტში ლორთქიფანიძე მიმართავს მათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს აპროტესტებდა“:

„ჯგრო! ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! ყვე­ლა­ზე მწა­რედ და გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ის­ჯე­ბა. სულ მალე“ – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას მამა და ბიძა ეხმაურებიან

„ქვეყანაში დღისით, მზისით სცემენ ადამიანებს და არავინაა მომკითხავი.
ნული გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი. სახეებიც ჩანს, გადაადგილების მარშრუტიც ცნობილია, ლამის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ სამართალს ფართოდ დაუხუჭავს თვალები. მანამდე ადამიანებს ურეკავდნენ და აგინებდნენ. ნული

გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კამორაში. დღის 2 საათია და ყველაფერი გენიალურადაა!
პ.ს. ვინც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს აპროტესტებდით და ახლა ამ მდგომარეობას გემრიელად ირგებთ, მიშა „პროსტა ვიდზე არ გევასებოდათ?“ – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

„სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“ – სალომე ბარკერის ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შეგახსენებთ, აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

ქვეყანაში დღისით, მზისით სცემენ ადამიანებს და არავინაა მომკითხავი. ნული გამოძიებული საქმე, ნული დასჯილი ადამიანი….

Posted by Alexandre Lordkipanidze on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები