LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო, და-ძმებო… ადამიანებად მათი აღზრდა რომ ვერ მოახერხეთ, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ რაღაც არც ახლაა დაგვიანებული“

148
დათო გორგილაძე

მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკურ ძალადობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას შემდეგი ტექსტით მიმართავს:

„იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო, და-ძმებო… ადამიანებად მათი აღზრდა რომ ვერ მოახერხეთ, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ რაღაც არც ახლაა დაგვიანებული.

„შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე… ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს“ – ზუკა ბერძენიშვილი

„ჯგრო! ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! ყვე­ლა­ზე მწა­რედ და გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ის­ჯე­ბა. სულ მალე“ – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას მამა და ბიძა ეხმაურებიან

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვილზე ფი­ზი­კუ­რ თავდასხმას, ზუ­კას მამა და ბიძა – ლევან და დავით ბერძენიშვილები ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

აჯობებს დღეს მოიყვანეთ ეგენი გონს, თორემ ხვალ იქნება თუ ზეგ მოგიწევთ სასამართლო დარბაზში ცრემლების ღვრა და იმის მტკიცება, რომ დააძალეს, სინამდვილეში კარგი ადამიანია, იძულებული გახდა… დაგვიანებული იქნება მერე. გინდათ თქვენ ეგ?“ – წერს დათო გორგილაძე.

„ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა… ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას“ – როგორ ეხმაურებიან ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას უმრავლესობაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შალვა პაპუაშვილი: „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს“

იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო,…

Posted by Dato Gorgiladze on Tuesday 11 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები