„სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ…ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა – დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ“,- ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში სალომე ბარკერი ავრცელებს, რითაც მისი დის, სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)
დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.
მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ“, – წერს სალომე ბარკერი.
დედობა ძალიან რთულია ჩვენს კულტურაში… ვერ მაპატიეს, ფეხზე რომ დავდექი: ლანა ბერძენიშვილი
სალომე ბარკერი: „ყოველდღე გავრბივარ სადღაც, ამ რეალობიდან შორს, სანამ ენერგია მეყოფა…“
ის, რომ ლაგოდეხში სოფი ჩანჩქერში თავად შეხტა, არ არის სიმართლე – სალომე ბარკერი