სასკოლო ექსკურსიების მოწყობასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლებიც ექსკურსიების ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ, სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ რეკომენდაცია, რომელიც მდინარეებთან, წყალსაცავებთან და მეწყერსაშიშ ზონებთან ბავშვების მოხვედრის გამოსარიცხად გაიცა, მიესალმება.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს სხვა რეკომენდაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს“, სალომე ბარკერი წერს, რომ „რადიუსის ამკრძალავი კანონი კომიკური ჰგონია“.
„2019 წლის 26 მაისს სკოლის ექსკურსიაზე წასული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი მეორე დღეს სახლში მკვდარი ჩამოვასვენეთ. სოფი ნინოსხევის ჩანჩქერში თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად ბანაობისას დინებამ წაიღო და წყალში დაიხრჩო. საქმეზე გამოძიება მეორე დღეს, 2019 წლის 27 მაისს დაიწყო 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), რამდენიმეთვიანი ტანჯვის მერე მაღირსეს დაზარალებულის სტატუსი, ერთი წლის შემდეგ კი, (ფეისბუქზე ოცჯერ დაწერილი “პროკურატურა, ჰა რას შვრებით, ხო არ დაგავიწყდით” პოსტის მერე) 2020 წლის პირველ ივლისს საქმე გადაკვალიფიცირდა და სოფის ორ მასწავლებელს ბრალი წარედგინა 220-ე, გულგრილობის მუხლით, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტომნახევრიანი საქმე გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა განსახილველად. ორი წლის განმავლობაში სულ ჩატარდა ათამდე პროცესი და გამოიკითხა ათამდე მოწმე. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით გამოკითხულები არიან მხოლოდ სკოლის მოსწავლეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები. გამოსაკითხია ადგილზე შემთხვევის ადგილას მყოფი და ფაქტის შემსწრე ოთხი მოწმე, რომელიც არ წარმოადგენს არც სკოლას და არც დაცული ტერიტორიების (Oh, the irony) სააგენტოს.
დედობა ძალიან რთულია ჩვენს კულტურაში… ვერ მაპატიეს, ფეხზე რომ დავდექი: ლანა ბერძენიშვილი
ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა 2021 წლის ივლისში! ამის შემდეგ სასამართლო პროცესი აღარ გამართულა და სხვადასხვა მიზეზებით (პანდემია, შვებულება, არჩევნები..) გადადებულია გაურკვეველი დროით.
ახლა 2022 წლის მაისია, სოფის სიკვდილიდან სამი წელი გავიდა. და უკვე 9 თვეა სასამართლო აღარ მიმდინარეობს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს განრიგში თვის ბოლომდე ჩანიშნული საქმეების სიაში სოფის საქმე არ იძებნება.
შესაბამისად, ხვალ, 6 მაისს ვაპირებდი გურჯაანის სასამართლოს წინ ჩასვლას სამი ბანერით – რას ელოდებით ამდენ ხანს? (რეფერენსი: 3 Billboards Outside Ebbing, Missouri) და ამ პოსტის გამოქვეყნებასაც ხვალ ვაპირებდი, ბანერების ფოტოთი.
სალომე ბარკერი: „ყოველდღე გავრბივარ სადღაც, ამ რეალობიდან შორს, სანამ ენერგია მეყოფა…“
თუმცა, მოულოდნელად და სასწაულებრივად (ჰაჰ) დღეს შეგვატყობინეს, რომ მაისში ერთბაშად 3 პროცესი ჩაინიშნა ყოველ ორშაბათს.
ალბათ უბრალოდ დამთხვევაა, აბა რა.
#ძაანსაყვარელისაქართველო
პ.ს. ასევე დღევანდელი ექსკურსიის რადიუსის ამკრძალავი კანონი რა თქმა უნდა კომიკური მგონია, თუმცა მდინარეებსა და სხვა “საშიშ” ტერიტორიებზე ბავშვების ტანტალიც იკრძალება ამ ახალი კანონით და მივესალმები, რამდენადაც შესაძლებელია. მაინცდამაინც კანონში თუ არ ჩაგიწერეს ისე ვერ ხვდებით ვითომ მაგდენს, რომ ექსკურსია საქეიფო და გასალეში ადგილი არ არის?? რომ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია? მაგრამ იქნებ ვერც ხვდებით. Who knows. სოფის სკოლა რომ პასუხისმგებლობას ამის მიუხედავად ვერ აირიდებთ, მაგასაც შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ყოველი შემთხვევისთვის“, – წერს სალომე ბარკერი.
ის, რომ ლაგოდეხში სოფი ჩანჩქერში თავად შეხტა, არ არის სიმართლე – სალომე ბარკერი