LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც განვიხილავდით, არც განვიხილავთ და არც მომავალში განიხილება – უდუმაშვილი ვაშაძის პრემიერობაზე

131
ვასჰა უდუმას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მათი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც განიხილავდა და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს.

უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის პოზიცია გააჟღერა.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისათვის, მოძრაობაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული კოალიცია „ძალა ერთობაშია“ 2018 წელს დაფუძნდა. კოალიცია 10 პარტიას აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g