LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ – აკაკი ზოიძე

121

ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მარიხუანას კულტივაცია ექსპორტის მიზნით სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს, ისე მთლიანად ქვეყანას.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შეიქმნა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა. ეკლესიის განწყობებიც ასევე გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ დრო დავხარჯოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ თუ რამე კითხვებია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე გაეცეს დამაკმაყოფილებელი, ამომწურავი პასუხი. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ.

ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას ან ზიანი მოუტანოს, ან დიდი სარგებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს ისე, მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამაში ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ; წინაღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კანონი იქნება დღენაკლული,“- განაცხადა ზოიძემ.

„კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს.

magti 5g