LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის გამორიცხული, ახალი კორონავირუსის მუტაციაც მივიდეს იქამდე, რომ ის „გაციების“ ვირუსად გადაიქცეს: აკაკი ზოიძე

459
zoidze

რა მოლოდინები არსებობს კორონავირუსის მუტაციასთან დაკავშირებით – ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ ამ საკითხზე “იმედის” ეთერში ილაპარაკა.

“ნათლად გამოჩნდა, რომ კორონავირუსი არსად არ გაქრება, ეს არ არის SARS 1, რომლის აფეთქება 2003 წელს იყო, შემდეგ ვირუს „მერსზე“ იყო საუბარი. ისინი რეალურად აღმოიფხვრნენ. ამ შემთხვევაში კი, კორონავირუსის მუტაციის ვექტორები მიმართულია იმ მიმართულებით, როგორც ესპანური გრიპი – 3 წელიწადში ის არსად გამქრალა, უბრალოდ მუტაცია განიცადა.

არ არის გამორიცხული კიდევ უფრო ოპტიმისტური სცენარი: პირველი 4 კორონავურუსი, რომელიც აქამდეც ათწლეულებია ცირკულირებს და იწვევდა უბრალო გაციებას, შეიძლება ამ ახალი კორონავირუსის მუტაციაც მივიდეს იქამდე, რომ ის „გაციების“ ვირუსად გადაიქცეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები