LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ეკლესიას ენდობა – ეკლესიამ უნდა მოუწოდოს ვაქცინაციისკენ, ექიმებს ვინც ენდობა – ექიმებმა… ექიმები, რომლებიც არ არიან აცრილები საფრთხეს წარმოადგენენ პაციენტებისთვის: აკაკი ზოიძე

106
აკაკი ზოიძე

IRI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება. მისი განცხადებით, ის უწყებები, რომელთან მოსახლეობასთან ვაქცინაციის თემაზე უნდა საუბრობდნენ და მათ კითხვებს უნდა პასუხობნდნენ, საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას არ აწარმოებენ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირებისათვის რამდენიმეთვიანი კომუნიკაციაა საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე მოხდეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

მიუხედავად მოწოდებისა, რეალური სტრატეგიული კომუნიკაცია არ მიდიოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში. აქამდე ამის მიზეზად ვაქცინის არ არსებობს სახელდება და ზედმეტი მოთხოვნის შექმნას არ უწყობდნენ ხელს, მაგრამ მოთხოვნის გაზრდას და ადამიანების გადარწმუნებას ერთ დღეში ვერ მოვახერხებთ. რამდენიმე კვირა და თვე არის საჭირო, რომ ადამიანებისათვის ყველა აქტუალურ საკითხზე პასუხის გაცემა მოხერხდეს.

მთავრობის მიერ მობილიზებულმა ინსტიტუტებმა საზოგადოების ჯგუფებთან უნდა იმუშაონ, რომელთაც მათი ნდობა აქვთ. ვინც ეკლესიას ენდობა – ეკლესიამ უნდა იმუშაოს, სამედიცინო პერსონალს ვინც ენდობა – სამედიცინო პერსონალმა, მთავრობას ვინც ენდობა -მთავრობამ, ოპოზიციას ვინც ენდობა – ოპოზიციამ დაა.შ. ეს არის ეროვნული გამოწვევა, რომლის სადარიც დღეს საქართველოს არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია და მეტი წახალისება მოხდეს“, – აცხადება აკაკი ზოიძე.

რაც შეხება კოვიდსტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი 400 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა დადასტურებული, ხოლო 5800-ზე მეტი გარდაცვლილია, აღნიშნული მონაცემები ზოიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის მიმართ საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებას უკავშირდება.

„ეს მთელ მსოფლიოში პრობლემაა, რომ მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, ოღონდ იქ გაცილებით აქტიურად მუშაობენ მოქალაქეებთან და უფრო მეტს არწმუნებენ. თუმცა ახლა ინგლისს, ამერიკასა და საფრანგეთსაც გაუჭირდა და მივიდნენ იმ რეზისტენტულ ნაწილამდე მოსახლეობის, რომელთაც არ სურს აცრა.

აქტიური ექიმები, რომლებიც არ არიან აცრილები საფრთხეს წარმოადგენენ პაციენტებისთვის, რადგან არღვევენ ჰიპოკრატეს ფიცის ძირითად ნაწილს – „არ ავნო“. თუ არ უნდათ მაშინ გავიდნენ შვებულებაში ან ყოველკვირეულად გაიკეთონ ტესტები თავის ხარჯით. 

აუცილებელია გარკვეული წახალისების ფორმები ამოქმედდეს. ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია და თითოეული საზოგადოების ჯგუფთან მათ ენაზე აქტიური კომუნიკაცია უნდა დაიყოს“, – აცხადებს ზოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები