LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული: ამირან გამყრელიძე

331
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია აცრა და შესაბამისი წესების დაცვა

“თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს, მან აქვე აღნიშნა, რომ თავადაც აცრის სტატუსით მივიდა შეკრებაზე, რომ არ დაერღვია წესი.

კოვიდ სტატისტიკა კვლავ მზარდია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2415 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

magti 5g