LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევდნენ სახლებს, საიდანაც ძვირფას ნივთებს და ფულს იპარავდნენ – საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს

207
12052022ydezi002

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს.

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალებისგან შემდგარ ჯგუფს, ათენში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. ისინი წინასწარი გეგმის მიხედვით არჩევდნენ სახლებს, საიდან ძვირფას ნივთებს და ფულს იპარავდნენ.

საერთო ჯამში, მათი ნაქურდალი 400 000 ევროზე მეტი ღირებულების არის. ბრიტანულ საკოლექციო მონეტასთან ერთად, პოლიციამ მათი დაკავების შემდეგ, სხვადასხვა ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნაწარმი, ელექტრონული ნივთები, მობილური ტელეფონები, ასევე, რამდენიმე ათასი ევრო და აშშ დოლარი ამოიღო.

მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება გრძელდება.

რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები