LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები “სამართლიანმა არჩევნებმა” კი არა “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა, ამის მტკიცებულებები სოსო გოგაშვილმა დადო – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

67
salome1212333 (1)

ირაკლი კობახიძის შეფასებით ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით შოკის მომგვრელია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით 2020 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნათლად ჩანს ორგანიზაციის გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა, ამიტომ მათი სამუშაო პროცესში ჩართვა გამორიცხულია.

„ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკის მომგვრელია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი.” – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საუბრობს, აბსურდულია.

მანჯგალაძის თქმით არჩევნები არა აღნიშნულმა ორგანიზაციამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა. მანჯგალაძე კობახიძეს განცხადების ნაწილს, სადაც ის ამბობს რომ საელჩოს განცხადება შოკის მომგვრელია, უტრირებას უწოდებს.

“მივმართავ ირაკლი კობახიძეს: აბსურდულია, რაზედაც საუბრობს – არჩევნები “სამართლიანმა არჩევნებმა” კი არ გააყალბა, სინამდვილეში “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა და ამის მტკიცებულებები სოსო გოგაშვილმა დადო -“

„საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას: აშშ-ს საელჩო საქართველოში

ამერიკის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების”  არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე.

mazda magti 5g