LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას: აშშ-ს საელჩო საქართველოში

59
აშშ-ს საელჩო საქართველოში

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“,- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს საელჩო საქართველოში ავრცელებს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

„სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g