ცესკო-ს თავმჯდომარემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ქვეყანაში ტრადიციად იქცა.
„2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ქვეყანაში ტრადიციად იქცა. საქართველოში უკვე რამდენიმე საარჩევნო ციკლია, ვხედავთ, როგორ ვითარდება ეტაპობრივად საარჩევნო გარემო და მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ემყარება. საპარლამენტო არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც ჩატარდა მშვიდობიან, კონკურენტულ ვითარებაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში გამოეხატათ საკუთარი ნება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.