დსთ-ს გენერალური მდივანი სერგეი ლებედევი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო „არჩევნების შედეგები აჩვენებს შემდეგს – ქართველებს ესმით მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა“.
მისი თქმით, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, შორსაა რეალობისგან.
„არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოელ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს.
კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და რომ ახლა ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს – არ შეიძლება არ ახარებდეთ, რადგან ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს“, – აღნიშნა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა.