უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირიდან გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„იქ აღარაფერი გვესაქმება, ჩვენ ევროპისკენ ვიწყებთ მოძრაობას“,- დაწერა პოროშენკომ.
უკრაიანა რუსეთთან და ბელორუსთან ერთად დსთ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი იყო. ორგანიზაციიდან გასვლის სურვილი ქვეყნის ხელისუფლებამ 2014 წელს გამოთქვა.