LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შედეგის აღიარება ისეთივე გამორიცხულია, როგორც საკუთარი ყურების ხილვა: ნათელაშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ

125
shaliko 33

9 პოლიტიკური პარტიის ლიდერების შეხვედრა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის სახლში მიმდინარეობდა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილს ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ისეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ უნახავს.

მისი თქმით, 2020-ის არჩევნების შედეგის აღიარება ისეთივე გამორიცხულია, როგორც საკუთარი ყურების ხილვა.

„პოლიტიკურ კრიზისში, რაც წარმოიშვა მასობრივად  გაყალბებული არჩევნების შედეგად, რის გამოც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამ პროცესის დარეგულირების პროცესში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ამ ეტაბზე მოლაპარაკებებში  ჩართულია, ის პარტიები, ვინც ვითომ გადალახა ბარიერი, მაგრამ მე დავაყენე საკითხი და ვინც ვერ გადალახა ბარიერი, ისინიც ასევე მოწვეული უნდა იქნენ კონსულტაციების პროცესში, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მათ ასევე გადალახული აქვთ ბარიერი“, – აცხადებს ნათელაშვილი.

ნათელაშვილის განმარტავს, რომ  ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს დაკომპლექტებული ეუთო-დან ევროკავშირიდან.

„საუბარი გადათვლაზე არ უნდა იყოს, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. ელჩები ვერაფერს დაგვავალებენ, ისინი ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ, რომ მოლაპარაკების მონაწილეთა პოზიციები დაახლოონ ერთმანეთთან და მიიღონ შედეგი, ეს არის მეგობრების პოზიცია. ახლა რა შედეგებით დამთავრდება და კონკრეტულად რა მიზანს მივაღწევთ, ეს ძალიან ძნელია ახლა ვთქვათ. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ითხოვს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ასევე ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებს „ოცნებამ“ დაფინანსება რომ შეუწყვიტოს, ისინი მაინც გააგრძელებს არსებობას.

„ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზე, არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ მოისყიდის, ვერავინ დააძალებს, ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის მტკიცებით, ახალ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან კომპრომისია.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ეთანხმება განცხადებებს, თითქოს „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს აშანტაჟებს, რათა ოპოზიციას არ შეხვდეს, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეო არ არის პიროვნება, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა.

ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ დროს, როდესაც პომპეო იყო კანზასის კორნგრესმენი, მასთან მეგობრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g