პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ უჭერს. ის აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან „აბსურდი ჰგონია“.
“მგონი, კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს. მგონია, რომ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და გადავიაროთ. არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი არ ექნება, ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ. არ ვუჭერ მხარს, ამ მივიღებ მონაწილეობას და აბსურდი მგონია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.