LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს

54
ოპოზიცია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს. კომისიის მდივნის თანამდებობაზე დავით ზილფიმიანი აირჩიეს.

კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმიანობისთვის ვადა ერთი თვით გაუგრძელდეს, რადგან მას სამთვიანი უფლებამოსილება 17 მაისს ეწურება.

კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომისიაში ჩართვა შესთავაზეს.

უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების გაყალბებაზე წერტილი უნდა დაესვას და ამისთვის კომისია არის კარგი ფორმატი. მათ აღნიშნეს, რომ ოპოზიციას ბრალდებების მიუხედავად არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარუდგენია.

საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი- ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე და ოპოზიციის ორი წევრი – დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შედიან.

პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო და კომისიის უფლებამოსილების ვადად 3-თვე განისაზღვრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები