LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276-მა ამომრჩეველმა მიიღო

76

8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276-მა ამომრჩეველმა მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა. ამომრჩეველთა უმეტესობა 51,1 % ქალებს წარმოადგენდა, ხოლო 48,9 % კაცს. დღეს 18.00 საათზე ამოიწურა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა და მათი განხილვის პროცესი მიმდინარეობს. პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. ბოლო მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 უბნის შემაჯამებელი ოქმი ბათილად გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g