LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება!“

134
არჩილ გორდულაძე

„კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება“, – ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება:

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

მცირე ოდენობით კანაფის – 10 გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მარიხუანა მოიხმაროს ღია სივრცეში, ასევე სკოლებთან, ბაღებთან, სკვერებსა და ასე შემდეგ, ეს დღესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

magti 5g