„გაუგებარია, როდესაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – გოგა ხატიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებს ეხმაურება
უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება.
