„ქართულ ოცნებას“ ქართველი მოსახლეობის დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა რომ მზარდია, სწორედ ამას გადაჰყავს ჭკუიდან პოლიტიკური პარტიები, – განაცხადა „იმედის“ ეთერში საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„ყველანაირი ღვარძლისა და სიძულვილის ენაა ის, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი პარტიები) წარმომადგენლებისგან ვრცელდება. მაგრამ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ერთად იზეიმებს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.