LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ საკუთარ ხელში შანტაჟის მექანიზმიც აღარ დარჩებათ“

132
არჩილ გორდულაძე

„საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არაარჩეული ევრობიუროკრატების მიერ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდება.

„საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არაარჩეული ევრობიუროკრატების მიერ. საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ საკუთარ ხელში შანტაჟის მექანიზმიც აღარ დარჩებათ. ამიტომ, თუ ეს მოხდება, ევრობიუროკრატიას ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ შანტაჟის სხვა ბერკეტი აღარ დარჩება. ამიტომ, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g