LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ჯალაღონია: “ექთნები ათევენ ღამეებს, დაუზოგავად შრომობენ, იტანენ უამრავ ნეგატივს და სახლში ბრუნდებიან მთელი თვის ხელფასით, 300 ლარით…”

132
archiljalagonia54

ექიმი ინფექციონისტი, არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში საქართველოში ექთნების მდგომარეობაზე და მათ ხელფასებზე წერს და აღნიშნავს:

“სამედიცინო პრაქტიკაში მომსახურების დიდ ნაწილს მედდის პერსონალი ახორციელებს. ექთნები ექიმის თანაშემწეები არიან და სწორედ ისინი მუშაობენ უშუალოდ პაციენტებთან მკურნალობის მთელი მიმდინარეობისას. დღეს მათი დღეა, მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და ვუსურვო ბევრი სიკეთე, ჯანმრთელობა და მათ უკან მდგარ ოჯახებში სიმშვიდე, ჰარმონია. მიყვარხართ ყველა თქვენგანი, განურჩევლად ფერისა და რელიგიური მრწამსისა.

დღეს დასავლეთ საქრთველოში ცუდი სიტუაციაა საექთნო პერსონალის სახელფასო სტანდარტების მხრივ. პროფესია ხშირად სათანადოდ არ არის შეფასებული – ექთნების მხარზე დიდი პასუხისმგებლობაა, ათევენ ღამეებს, საკუთარ სიცოცხლეს და ძვირფას საათებს ჩუქნიან სხვებს, დაუზოგავად შრომობენ, იტანენ უამრავ ნეგატივს, აწარმოებენ დოკუმენტაციას და სახლში ბრუნდებიან მთელი თვის ხელფასით, – 300 ლარი. ნუთუ, ესაა ქვეყნის სამედიცინო რეფორმა? ნუთუ, ვინმეს ეს არ გტკივათ?

და მიუხედავად ამდენი და შრომისა, დაუფასებლობის და გაჭირვებისა დილას თითოეული მათგანი მზადაა, გაგიღიმოს და ვინმეს გადარჩენაში მოგეხმაროს, როცა მათი ხელფასის მიხედვით ბევრ მათთაგანი თავად ძლივსღა ახერხებს საკუთარი ოჯახის გადარჩენას, თავის გატანას თვიდან თვემდე…

დღეს, 21 საუკუნეში, ჩვენი პროფესიონალი მედდები არ უნდა ტოვებდნენ სამსახურებს და მიდიოდნენ სამუშაოდ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში… მედდას უნდა ჰქონდეს სამაგალითო ხელფასი, ის უნდა გრძნობდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას.

დავეხმაროთ,
უფრო სწორად მივცეთ მათ ის, რაც ეკუთვნით.
ისინი იმსახურებენ ნორმალურ ხელფასს და პატივისცემას…

მიყვარხართ, გოგოებო…
პატივისცემით!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები