LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ჯალაღონია: „გვყავს მოსახლეობის 30% ინფექციაგადატანილი, საწოლფონდი გათავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი… მოიხსნას შეზღუდვები!..“

98
archiljalagonia2021

ექიმი არჩილ ჯალაღონია ქუთაისში, სადაც თავად ცხოვრობს და მუშაობს, კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო საწოლების მოტხოვნის შემცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომდ როა, სახელმწიფომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე იფიქროს.

გთავაზობთ მის მოსაზრებას ამ თემაზე ვრცლად:

„ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. გარდა რამდენიმე ჰოსპიტლის კოვიდ-19 ბლოკისა, ფაქტობრივად, დანარჩენების საწოლფონდის მინიმუმ 50% თავისუფალია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. სსდ ბრიგადებით კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია 70%-ით იმ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობ და ალბათ, სხვაგანაც. ზუსტ ანალიზს ვერ გავაკეთებ მთელი ქვეყნის მაშტაბით, მაგრამ ქუთაისში ნამდვილად ასეა და არა მგონია, რაიმე რადიკალური განსხვავევები იყოს სხვა ქალაქებთან შედარებით. აქვე თუ გავითვალოსწინებთ იმას, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა გადასცდა 250 ათას და რეალური მინიმუმ 4-ჯერ მეტია, გამოდის 3 მილიონიან ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია. ეს ადამიანი ფაქტობრივად, არ გადაიტანს ვირუსს და წყვიტავს დაავადების გადაცემის ჯაჭვს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ყველასთვის ცნობილია, დაავადების გადამდებია დაინფიცირებული ან ავადმყოფი ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვა, და კითხვით არ მოგაწყინოთ თავი, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდაა უკვე: გვყავს მოსახლეობის 30% ინფექციაგადატანილი და იმუნიზირებული, საწოლფონდი გათავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი და ინფექციასთან ნაბრძოლი ფილტვებით, მოდის გაზაფხული, ვაქცინაცია, ვისწავლეთ ნიღბის ტარება და ნიღაბი არ ღირს ლარნახევარი და სხვა მრავალი, დანარჩენი თქვენ ჩამოთვალეთ…

როცა იყო საჭირო შეზღუდვები, ამას ვაფიქსირებდი და მხარს ვუჭერდი. დღეში 6-დან 7000 მდე ახალი შემთხვევა, რეანიმაციული რესურსების სრული დეფიციტი და დაინფიცირებული პერსონალი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. კი ბატონო, მომხრე ვიყავი შეზღუდვების, რადგან კლინიკებში ადგილები არ იყო პიკის დროს რამდენიმე კვირა და იქმნებოდა კოლაფსი სამედიცინო სერვისების და ლოჯისტიკის. ეპიდემიის დროს კონტროლის დაკარგვა და ქაოსი კრახია, ასეთ ვითარებაში ლოკდაუნი გამართლებულია, მაგრამ უკვე სხვა მოცემულობაა, გვაქვს მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ლოკდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ყველაფერს აქვს მიზეზი, მოქმედება და მოქმედების დასასრული.

ახლა, როცა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია ჩვენ სასარგებლოდ და მიკროსამყაროს წარმომადგენლები მკვეთრად უკან იხევენ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში გადაყვანა და მოიხსნას შეზღუდვები. უნდა მოხდეს კოვიდ-19 ტიპის სოციალური ყოფიდან, ახალ რესოციალურ სივრცეში გადასვლა. ისეთ მომავალში ჩვენი ქვეყნის, რომ როცა ვირუსი ფილტვებს უკეტავს ადამიანებს და სასიკვდილოა,  მისგან თავდასაცავი 10-თეთრიანი ნიღაბი არ ეღირება ლარნახევარი…

ვფიქრობ, დროა მოიხსნას შეზღუდვები და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუთვალისწინებელი რისკებისაგნ თავდასაცავად შენარჩუნდეს წესები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას და საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის მოხმარებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები