LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ხომასურიძე: “საქართველოში 3,7 მლნ მოსახლეზე 100 000 უშვილო წყვილია”

90
BeFunky-collage (14)

საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი, არჩილ ხომასურიძე აცხადებს, რომ საქართველოში უშვილობის პრობლემა ძალიან მძიმედ დგას. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით მნიშვნელოვან როლს ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია ასრულებს.

“სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. დღეს დაახლოებით 15 კლინიკა ფუნქციონირებს ამ სფეროში და მათგან 4-5 მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

თუმცა აქაც და ზოგადად მთელი ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჰიპერ-კომერციალიზაცია. არ შეიძლება წამლის და ექიმის რეკლამა ტელევიზიებით,” – აცხადებს საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი.

mazda magti 5g