LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშვილობის გამომწვევი სათამაშოები – კვლევის საგანგაშო შედეგები

320

უხარისხო სათამაშოების წინააღმდეგ საბრძოლველად სათამაშოების მწარმოებელი, დისტრიბუტორი და  რეალიზატორი კომპანიები  ერთი სავაჭრო ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან.სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას  „უსაფრთხო სათამაშო“ მაღაზიებიც შეუერთდებიან და  ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სათამაშოები სპეციალურად  გამოყოფილ სტენდებზე გაიყიდება.

რაც შეეხება საცალო ვაჭრობას და ბაზრობებს, მათი კონტროლი მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციის შექმნისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებითაა შესაძლებელი. კამპანიის მიზანია, მოსახლეობამ სათამაშო არა ფასის, არამედ ხარისხის მიხედვით შეარჩიოს.

სათამაშოების ხარისხი საქართველოში საკანონმდებლო კონტროლის  მიღმაა დარჩენილი, სათამაშოების უსაფრთხოების მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა ევროკავშირის მოთხოვნით ქვეყანას მხოლოდ 2019 წლიდან ევალება.  კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველი საკანონმდებლო პაკეტსაც შეიმუშავებს,  შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს.

 

„რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი განუვითარებელი?“

„იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო“  -თუმცა ხშირად სათამაშოც შეიძლება გახდეს ბავშვის განვითარებისა და სიცოცხლისთვის სახიფათო.

სათამაშოების უსაფრთხოების თვალსაზრისით  ბაზარზე სახიფათო ვითარებაა.  სტარტეგიული კვლევებისა და  განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEPH) აღმოჩნდა . ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მის გამოყენებას სათამაშოების დამზადებისას ევროკავშირი კრძალავს.

კვლევის ფარგლებში მაღაზიებსა და აფთიაქებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ორგანიზაციამ  ჩინური წარმოების, იაფფასიანი სათამაშოები  შეიძინა და გამოსაკვლევად გერმანიაში მდებარე ერთ-ერთ ლაბორატორიაში გადაგზავნა.

„სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიაზე გათვლილი სათამაშოები  ფტალატებზე და კადმიუმზე შესამოწმებლად გერმანიაში გადაიგზავნა, რადგან კვლევითი ლაბორატორია, რომელიც სათამაშოების ხარისხს გააკონტროლებს, საქართველოში არ არსებობს. შედეგები საკმაოდ მძიმე იყო.  44 ნიმუშიდან 21 -ში მავნე ნივთიერების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  ფტალატები არ აღმოჩნდა მხოლოდ აფთიაქებში ნაყიდ პროდუქციაში. სათამაშოების უმრავლესობას  დართული ჰქონდა CE ნიშანიც,  რაც ევროკავშირის სტანდარტთან შესაბამისობას ნიშნავს , თუმცა ეს ნიშანიც ფალსიფიცირებული იყო“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე.

ფტალატების მოქმედება ჯანმრთელობაზე მყისიერად არ აისახება , მაგრამ დროთა განმავლობაში  სერიოზულ დაავადებებს იწვევს მათ შორის: ბავშვებში რეპროდუქციული სისტემის პრობლემას და  თირკმლის დაზიანებას, ფტალატის მჟავა ბიჭებში ასუსტებს მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის განვითარებას და იწვევს უშვილობას.  ნივთიერება ორგანიზმში სათამაშოს პირში ჩადებით შეიძლება მოხვდეს და ამ კუთხით განსაკუთრებით  ჩვილი ბავშვებისთვისაა სახიფათო.  ფტალატებს  პლასტმასის და რეზინის სათამაშოების  დასარბილებლად იყენებენ.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები