LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველმა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

164
ing

საქართველოს სახალხო დამცველმა ანანია (ანი) გაჩეჩილაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ანანია გაჩეჩილაძეს 29 იანვარს ჩაბარდა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაშია აღნიშნული, „სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა აპარატთან არ ითანამშრომლა“.

„2018 წელს განმცხადებელს, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა “pos tv”-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა.

შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალებისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, აფასებდა მის გარეგნობას უარყოფით თუ სექსუალურ კონტექსტში, აგრეთვე ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.

სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი ფიზიკურ შეხებასთან და სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. წინამდებარე საქმის შესწავლის პროცესში, მოპასუხეს განემარტა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა, მოპასუხეს სექსუალური შევიწროების ფაქტის უარყოფის მიზნით, მისი
პოზიცია/არგუმენტები არ წარმოუდგენია.

საქმე მნიშვნელოვანია/პრეცედენტულია, რადგან სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა, სექსიზმი, როგორც სიძულვილის ენის აკრძალვის ერთ-ერთი ფორმა, რაც რეგულირდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. სახალხო დამცველის განმარტებით, სექსიზმი სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„შეხვედრა კვირის ბოლოს გვაქვს ჩანიშნული“ – ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, შსს-ში დაიბარეს