„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას“ – ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
ცოტა ხნის წინ კი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პაპუნა ლეჟავამ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამის ცვლილებაზე ხელი გუშინ მოაწერა, რის საფუძველზეც აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა მოეხსნა.