საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, რომლითაც პაპუნა ლეჟავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
შალვა პაპუაშვილისადმი განცხადებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ა/წ 21 ნოემბრიდან“.
შეგახსენებთ, რომ პაპუნა ლეჟავა საქართველოს ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.