LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

105
მიხეილ ყაველაშვილი

„რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის – ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სიძულვილის ენა საზოგადოებისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება.

„როგორც შეუძლებელი იყო და ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრის უფლება მივეცით ჩვენს უწმინდესს ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ და აყენებენ დღესაც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს და მათ რიგებში იდგა, ჩამობრძანდა ერთ-ერთი გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი დამაბრკოლებელი თითქოს განვითარების. ამას ვერ ეღირსებიან! ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა, იომა, იბრძოლა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემს თავს მივცე უფლება და ვიღაცის დაკვეთაზე, ან ვიღაცას მოეწონება თუ არ მოეწონება, იმის მიხედვით განვახორციელო ჩემი პოლიტიკა? ეს დამთავრებული ეტაპია. უბრალოდ, ვიღაცებმა შეიგნეს და დაგვიდგნენ გვერდზე და საზომი გითხარით, სად არის დღეს ძირითადი ნაწილი ქართველი საზოგადოების და ეს ნაწილი ერთია, რომელიც ესწრებოდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეებს და პირდაპირ ჩანს ამ საზოგადოების განწყობა. იმიტომ, რომ ის სიძულვილის ენა, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს. ვერ გადააკეთებენ ქართველ ადამიანს, ეს შეიგნონ, ვერცერთი ამ ტექნოლოგიური პოდკასტებით და ამ რაღაცა თითქოს თავისუფლების ეგიდით რაღაცა თემების შემოტანით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები