LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

140
არჩილ თალაკვაძე

94 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. დღევანდელ პლენარულ სესიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. რეგისტრაცია პარლამენტის 101-მა წევრმა გაიარა.

კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014 -2016 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2014 წლებში კი, იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები