LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია

164
fot (2)

„შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწალებს, თალაკვაძემ აღნიშნა – „ვერ გეტყვით, შეიწყალებს თუ არა, მაგრამ საქართველოს მომავალზე, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს“.

მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს – საუკეთესო დღეები წინ არის

„მან აჩვენა, რომ ლიდერი არ არის. საკუთარი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, სააკაშვილმა აჩვენა, რომ 2 თვეც კი არ შეუძლია, პატიმრობაში დაყოს იმ მძიმე დანაშაულების გამო, რაზედაც მსჯავრდებული იყო – მაშინ, როდესაც მისი მეგობრები წლობით იმყოფებოდნენ პატიმრობაში […] 2008 წელს გორში თვითმფრინავის ხმაზე გაქცევის შემდეგ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რეალურად, მათი ლიდერი ლიდერი არ არის.

შესაძლოა, ის ყველაზე სუსტიც კი არის იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პასუხისგებაში მიეცა იმ დანაშაულების გამო, რომელსაც პოლიტიკურად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ლიდერი, დღეს სააკაშვილი ყველაზე დაბალი პოლიტიკური ძალის მქონეა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„მეც კი დავიჯერე, რომ მართლა ცუდად არის, მაგრამ ვერავინ უარყო, რომ ეს ადამიანი დიეტაზე იყო ახლა კი პოლიტიკური მადაც გაეხსნა“ – გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე 

„მინდა ვუთხრა ივანიშვილს: ახლა სწორედ დროა, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე” – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g