LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს – საუკეთესო დღეები წინ არის

299
მიხეილ სააკაშვილი

„მინდა იცოდეთ, რომ ვერავინ გამტეხს ვერც მე და ვერც ქართველ ხალხს – ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან სასამართლო პროცესზე ვიდეო ჩართვისას აღნიშნა, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მას სულიერად საბრძოლო განწყობა აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ სუსტად ვარ, ჩემს სულს ვერავინ გატეხს, რადგან ის ქართველ ხალხს ეკუთვნის“. – განაცხადა სააკაშვილმა.

„მოქალაქეებისთვის ბევრი აქვს სათქმელი.. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა“ – სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე წინა სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, რადგან მან სხდომაზე დასწრება დისტანციურად ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g