LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: „სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია“

176
არჩილ თალაკვაძე

„უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნულით თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2 მაისს პარლამენტში დანიშნული სხდომების გაუქმებას ეხებოდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სხდომები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ განახლდება:

ზურაბ ჯაფარიძე: „არ მუშაობს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და უმოწყალო ცემა, უფრო სწორად, პირიქით მუშაობს – ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა“

„დაზიანდა შენობა და ინფრასტრუქტურა“ – დღეს პარლამენტში ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება, გადაიდო ილია დარჩიაშვილის მოსმენაც

2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

„უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ გუშინ [1 მაისს] ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო.

აშშ-ის საელჩო: „შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს – საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“

რაც შეეხება პოლიტიკურ უმცირესობას და რადიკალურ ოპოზიციას, კარგია, რომ ნაძალადევი ხუმრობის ხასიათზე არიან. ეს, რა თქმა უნდა, არის იაფფასიანი სპეკულაცია. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, მათი ხმა გაგონილი უნდა იქნას – ბრიტანეთის საელჩო

magti 5g