LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „არ მუშაობს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და უმოწყალო ცემა, უფრო სწორად, პირიქით მუშაობს – ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა“

174
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება და წერს:

„რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ სანამ თქვენი პარპაში დასრულდება:

მეთიუ მილერი: „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა – ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი

1. არ იმუშავა თქვენმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არჩევს სადაა სინათლე და სადაა ფეკალიები. ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა.

2. არ იმუშავა ლაზარეს სამაგალითო დაჭერა/დასჯამ. არა იმიტომ რომ მერე ზურაბიშვილმა შეიწყალა, არა, უბრალოდ არ იმუშავა. არავის ეშინია. კიდია ყველას თქვენი მუქარები და იმდენჯერ და იმდენ ხანს გამოვლენ ქუჩაში რამდენიც მოგებისთვის იქნება საჭირო (განსხვავებით თქვენი ფორმიანი თუ უფორმო დაქირავებული ხალხისგან).

3. არ გშველით პოლიციელების, დაცვის პოლიციელების, სახელმწიფო დაცვის სპეც სამსახურის, გდდ-ს, წვევამდელების, გადაცმული სპორტსმენებისა და კერძო დაცვის სამსახურების თანამშრომელთა ჯამში გაზრდილი რაოდენობა. აზრი არ აქვს.

,,დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება…ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე" – სალომე ზურაბიშვილი

,,დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება…ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე" – სალომე ზურაბიშვილი

ტყუილად ეგონა თქვენს ბარტონს რომ ახლა უკვე საკმარისი რესურსი აქვს ქვეყნის გასარუსებლად (შარშან არ გვქონდაო). კიდევ ერთი ამდენი ფორმიანი რომ დაამატოთ, მაინც არ გეყოფათ. სიქას გავაცლით. იქამდე მივიყვანთ რომ ყველანაიური დანამატი და პრემია, რომელსაც ურიცხავთ იმ სისასტიკისთვის რასაც აქციებზე სჩადიან, აზრს დაკარგავს.

4. არ მუშაობს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და უმოწყალო ცემა აქეთ ხალხზე. უფრო სწორად, პირიქით მუშაობს. გასააზრებლად თქვენთვის ალბათ ურთულესი, თუ არა შეუძლებელი ამბავია, მაგრამ ეს ხალხი სრული შეგნებით თავისუფლებისთვის იბრძვის და რა სპრეი? რა გაზი?

5. და ბოლოს, იმდენი იბოდეთ ამ რევოლუციებზე, არეულობაზე და ორგანიზებულ ჯგუფებზე, ბოლოს თავად დაიჯერეთ რომ რაღაც ეგეთი ხდება. მანდ გენძრევათ ზუსტად. ამ ხალხს არ ჰყავს უფროსი. ყველა ცნობადი სახე რომ დაიჭიროთ, მაინც სახეს აგახევენ. ამ ხალხს არ აქვს წინასწარ შედგენილი გეგმა.

რამდენი სუსის აგენტიც არ უნდა ჩანერგოთ დემონსტრანტებში ან, მითუმეტეს, პარტიებში, მაინც ვერ შეძლებთ იმის პრევენციას რაც წინასწარ არავინ იცის. ამ ხალხს წიხლზე კიდია პოლიტიკური ბრძოლის გაცვეთილი და ტრადიციული მეთოდები. რამდენიც არ უნდა გეგმოთ პოლიტიკოსების წინა თაობების მიერ გადადგმული ნაბიჯების საწინააღმდეგო ზომები, ეს ახალგაზრდები ყოველ ჯერზე გაგაოცებენ.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმას ნიშნავს, რომ 83 ამერიკაში დაბადებული ან სტუდენტი შვილების მონახულებას მალე მხოლოდ მექსიკის გავლით შეძლებენ…“ – ხუხაშვილი

გონზე არ ხართ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე. მარტო თქვენ კი არა, აქეთ მხარესაც ძალიან ცოტას ესმის რა ფენომენია ეს და ბოლომდე ალბათ არც არავის. ეს თავისუფლება, უფროსისა და ცენტრალური კოორდინაციის არ არსებობა, და სიახლეზე წასვლის სითამამე (ანუ ყველაფერი ის რაც აქეთ მხარეს სისუსტედ აღიქმება ბევრის მიერ) იქნება ის რაც თქვენ სინამდვილეში მოგიღებთ ბოლოს. არა პარტიები, არა პოლიტიკოსები, არამედ კონკრეტულად ეს.

ვიცი რომ გჯერათ ბატონის შეუცდომლობის. 12 წელი გაქაჩა. აქამდეც ყოფილა შემთხვევები როცა ეჭვი შეგეპარათ მასში, მაგრამ ფაქტია, ყოველ ჯერზე გამოძვრა.

მაგრამ ამჯერად გაგისხათ.

ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს.

ეს ქვეყანა 2030-ში გახდება ევროკავშირის წევრი.

ეს ხალხი გადაჯეგავს ყველას და ყველაფერს ვინც და რაც ამ გზაზე გადაეღობება.“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ქართული ოცნება / Georgian Dream რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ სანამ თქვენი პარპაში…

Posted by Zurab Girchi Japaridze on Thursday 2 May 2024

პოპულარულები