LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

58
Untitled design (1)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა.

საქართველოს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახმელეთო-სატრანზიტო გადაზიდვები და განხორციელდა მრავალი სატრანზიტო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზნით.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დინამიურ თანამშრომლობაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს მიუძღვით.

“არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომმა ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობას გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების პროცესში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული პროცესები და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. არმენ სარქისიანი გუშინვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

პოპულალურები