LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე – უმცირესობას შევთავაზეთ ჩვენი ვერსია რეზოლუციაში სიის ფორმულირებასთან დაკავშირებით

85

უმცირესობას რეზოლუციის პროექტის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ, მათ შორის შევთავაზეთ ჩვენი ვერსია სიის ფორმულირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, უმცირესობასთან კონსულტაციების შემდეგ განუცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, უმრავლესობის ვერსია გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების სიის შექმნას და მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

“რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო. გრძელდება კონსულტაციები. დღეს უმცირესობას რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია შევთავაზეთ, მათ შორის შევთავაზეთ ჩანაწერი სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციას გუნდში გაივლიან. მორიგ შეხვედრაზე გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია. საბოლოო ტექსტი მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც საბოლოო შეთანხმება გვექნება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უმცირესობას შევთავაზეთ სიასთან დაკავშირებით ჩვენი ვარიანტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

magti 5g