LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ოფიციალური ვერსიის თავად საოკუპაციო რეჟიმის ჩინოვნიკებსაც არ სჯერათ

167

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ოფიციალური ვერსიის თავად საოკუპაციო რეჟიმის ჩინოვნიკებსაც არ სჯერათ.

„ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა თავს იმართლებს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, ღიად აცხადებს – ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ცხინვალის უმაღლესი პოლიტიკური პირებისთვისაც კი დამალულია.

„სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყვით კის, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არას. მაგრამ როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია რთულია რაიმე ამტკიცო. ყველას შეიძლება დაემართოს,”-ამბობს ფილიპ ხაჩიროვი.

მისივე განცხადებით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული რუსულ სპეცსამსახურებზეა, რომელებმაც ხაჩიროვის თქმით ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემაზე რეზოლუცია უნდა გასცეს.

პოპულალურები