LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

146
Untitled design (50)

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. ერთი დღის შემდეგ, 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო აწამეს.

მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპანტებმა ოჯახს 26 დღის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს.

ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საია: „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს გადახდა დააკისრა“

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ ე.წ. გაგრის ჯგუფის 3 წევრს 9-9 წლით პატიმრობა შეეფარდა

ოთხოზორიას დედა: ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია [ვიდეო]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები